LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს 5 რეგიონში მასშტაბური საინფორმაციო კამპანია იწყება

122
0

20 ოქტომბრიდან, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში და არგვეთში საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები საქართველოს ხუთი რეგიონის – კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის სოფლების მცხოვრებლებთან ჩატარდება.

შეხვედრას გაუძღვებიან სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში:

იმერეთის რეგიონი 20 ოქტომბერი, ოთხშაბათი

● 13:00 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული

● 15:00 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი არგვეთი

21 ოქტომბერი, ხუთშაბათი

● 11:00 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი მაღლაკი

● 13:00 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიტირი

22 ოქტომბერი, პარასკევი

● 13:00 სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჯიხაიში

● 15:00 ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი მათხოჯი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

25 ოქტომბერი, ორშაბათი

● 12:00 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ქალაქი ჩხოროწყუ

● 14:00 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაბუმე

26 ოქტომბერი, სამშაბათი

● 13:00 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი მუხური

● 16:00 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარი ქვემო ქართლის რეგიონი

28 ოქტომბერი, ხუთშაბათი

● 12:00 წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბათი

● 14:00 წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აიაზმა

● 16:00 წალკის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წალკა

30 ოქტომბერი, შაბათი

● 13:00 მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს თემი (სოფლები: სადახლო, მოლაოღლი და ხულდარა)

● 16:00 მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანი

31 ოქტომბერი, კვირა

● 12:00 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აღმამედლო

● 15:00 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი

„შეხვედრებზე მონაწილეთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და არსებული რეგულაციების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის დაწყებამდე სწრაფი ტესტების გაკეთება ყველა მონაწილისათვის. შეხვედრების ხანგძლივობა იქნება 60-90 წუთი. შეხვედრების ფორმატი მოიცავს ინტერაქციას, სლაიდ-შოუ პრეზენტაციასა და დისკუსიებს. საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფს მსურველების ვაქცინაციას/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g