LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცრების ჩატარება – დავით ჯიქია

1087
123600578-1195326014201314-4117597030926562813-n

COVID-19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული თორმეტივე დაავადების საწინააღმდეგო აცრების ჩატარება.

მიუხედავად შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, სამედიცინო დაწესებულებებში აქტიურ რეჟიმში გრძელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აღსანიშნავია, რომ იმუნიზაცია წარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო რეკომენდაციების სრული დაცვით. როგორც ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ერთერთი რეგიონის (საგარეჯოს)სამედიცინო ცენტრის დირექტორი , სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ჯიქია აცხადებს , „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მოსახლეობისათვის უსაფრთხო იმუნიზაციის სერვისის მიწოდებას, რაც დღეს, COVID-19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.ჯიქიას განმარტებით
ინფექციური დაავადებების ჩამონათვალი, რომელთათვისაც სავალდებულოა ვაქცინაცია და მათი ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები/ვადები დადგენილია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით. კალენდრის მიხედვით, მაგალითად, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება სამშობიაროებშივე, ახალშობილის დაბადებიდან 5 დღის განმავლობაში, ხოლო წითელა/წითურას პირველი ვაქცინაცია ხორციელდება 1 წლის, წითელა/წითურას შემდგომი ვაქცინაცია (რევაქცინაცია) კი – 5 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პერსონალი ყოვედღიურ რეჟიმში ზრუნავს, რომ ბენეფიციარებმა დროულად ჩაიტარონ ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაცია, რაც იმუნიზაციით მართვადი დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა. მისივე თქმით, თითოეული პირის იმუნიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, ვაქცინაციის უკუჩვენებების გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ ბენეფიციარს აქვს საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე, ვაქცინაცია მის გამოჯანმრთელებამდე არ ტარდება.იმუნიზაციისას უზრუნველყოფილია პაციენტისა და პერსონალის მაქსიმალური დაცულობა. კერძოდ, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში დანერგილია პაციენტების წინასწარი ჩაწერის სისტემა, ყველა პაციენტი და მისი თანმხლები გადის თერმოსკრინინგს, დიდი ყურადღება ექცევა პერსონალისა და ვიზიტორების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (მაგალითად, პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანები და სხვა) გამოყენებას და დაწესებულებებში ადეკვატური სანიტარული რეჟიმის შენარჩუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები