LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისევ ლევანი და ისევ ამბავი ნაჩუქარ  სიცოცხლეზე! კაცი, რომელიც ,,სიცოცხლეს“ აბრუნებს” – კიდევ ერთი საამაყო ისტორია და ქართველი ექიმი, რომლებმაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი გადაარჩინა

1064
ნათია ბანძელაძე, ექიმი ლევან ჭელიძე

„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია ბანძელაძე საზოგადოებას ქართველი ექიმის კიდევ ერთ საამაყო ისტორიას უზიარებს.

კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე: „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედიკოსთა გუნდმა გადაარჩინა მამაკაცი, რომელსაც გული ექვსჯერ გაუჩერდა

დიდი მადლობა ჩვენს პაციენტებს რომლებიც მოგვანდობენ მათთვის ყველაზე ძვირფასს და ერთადერთს საკუთარ „სიცოცხლეს“. „თქვენი სიცოცხლე ჩვენი გამარჯვებაა“, – განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ჭელიძემ.

საუბარია „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელ, ლევან ჭელიძეზე, რომელმაც როგორც ირკვევა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 65 წლის ქალბატონი გადაარჩინა.

„ისევ ლევანი და ისევ ამბავი ნაჩუქარ  სიცოცხლეზე! გადაწურული იმედის შემთხვევაშიც ბოლომდე იბრძვის, არ ნებდება! „ლევანი ექიმო“ კაცი, რომელიც ,,სიცოცხლეს“ აბრუნებს.   5 საათიანი დაუღალავი ბრძოლის შედეგად, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 65 წლის გადარჩენილი ქალბატონი”, – წერს ნათია ბანძელაძე.

Levani Chelidze ისევ ლევანი და ისევ ამბავი ნაჩუქარ სიცოცხლეზე!გადაწურული იმედის შემთხვევაშიც ბოლომდე იბრძვის, არ…

Posted by Jesika Szikora on ხუთშაბათი, 14 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები