გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 025-მა პირმა გაიკეთა.
19 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 30 209 ადამიანი.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.
„ფაიზერის“ ვაქცინაცია 25 მარტიდან დაიწყო. ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება
