COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილის თქმით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე შესთავაზა ქართულ მხარეს მიმართულებით თანამშრომლობა
“ჯგუფმა იმსჯელა მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივაზე, რადგან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე შემოგვთავაზა თანამშრომლობა ამ მიმართულებით. რაც მთავარია ჯგუფი მსჯელობდა, პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითხებზე,”- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.
ამასთან, კლინიკური ჯგუფის წევრებმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითხებიც განიხილეს, რაც COVID-19-ის შემდგომ მენეჯმენტსა და მართვას ითვალისწინებს.
“მონოკლონური ანტისხეულები არის სწორედ ის სამკურნალო საწამლო საშუალება, რომელსაც შეუძლია COVID-19-ის დაავადების პათოგენეზური ჯაჭვის წყვეტა. იმედია ეს სამკურნალო საშუალება, მალე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ე.წ პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებს კოვიდის შემდგომ მენეჯმენტს და მართვას,”- აღნიშნავს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი