საქართველოში, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 93.6%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 92.2%-ით. 2020 წლის აპრილის თვის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობითვე, 2020 წლის პირველ სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 499 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.