LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა სეფაშვილი – უკვე 2027-2030 წლებისთვის ერთ სულზე წლიური შემოსავალი გვექნება დაახლოებით 10 000-12 000 დოლარი, ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ

141
1662468037-ეკა-სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატ ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ საქართველო თუ ეკონომიკურად განვითარებული არ იქნება, ევროკავშირში ისე არავინ მიიღებს.

მისი სეფაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ყველა ფენაზე უნდა აისახოს.

„იგეგმება, რომ ერთ სულზე წლიური შემოსავალი იყოს 8000 დოლარი, რაც დაახლოებით 21 000 ლარია, უხეში გადაანგარიშებით. უკვე 2027-2030 წლებისთვის ერთ სულზე წლიური შემოსავალი გვექნება დაახლოებით 10 000 -12 000 დოლარი. ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ეკონომიკური მაჩვენებლები და კეთილდღეობის დონე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური განვითარების დონე, დემოკრატიის განვითარება. ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ჩვენ თუ ეკონომიკურად განვითარებულები არ ვიქნებით და ეს სწორედ ერთ სულზე შემოსავლის ზრდას გულისხმობს, ევროკავშირში ისე არავინ მიგვიღებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები