საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 2 კოვიდინფიცირებული თბილისში მკურნალობდა, ორი კი – ბათუმში.
ენდელაძის განცხადებითვე, ამ დროისთვის, საქართველოში 70-ზე მეტი კრიტიკული პაციენტია.
„ჩვენს ცენტრში ამჟამად 64 კოვიდინფიცირებული პაციენტია. მათ შორის, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში 6 პაციენტი იმყოფება. პაციენტთა უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა “ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მხოლოდ თბილისში კორონავირუსის 400-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს: როგორ ნაწილდება შემთხვევები რეგიონებში
ახალი ანტირეკორდი: საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
