SpaceX – ის ხომალდ Crew Dragon-ის 4 ასტრონავტი 6 თვიანი მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუერთდა.
NASA-მ ასტრონავტები მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ უოლკერი და სოიჩი ნოგუჩი Crew Dragon-ის კაფსულით 15 ნოემბერს გაუშვა.
დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მათ 27 საათი დასჭირდათ.
ვიდეო, რომელიც გაშვების პროცესს ასახავს, NASA-მ გაავრცელა.
აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ასტრონავტები კოსმოსში მაისშიც გაგზავნა.
მაშინ მას ისტორიული გაშვება უწოდეს, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.
როგორც NASA-ში აცხადებენ, მისია უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ემსახურება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საჭირო რაოდენობის ასტრონავტებით დაკომპლექტებას. მისიის ფარგლებში, ისინი სხვადასხვა ექსპერიმენტს განახორციელებენ.