მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების ქსელი, InterContinental-ი ქართულ ბაზარზე ბრენდით – Crowne Plaza შემოდის. პირველი Crowne Plaza ბალნეოლოგიურ, საკურორტო ქალაქში, ბორჯომში გაიხსნება და სტუმრებს 23 დეკემბრიდან მიიღებს.
,,ქრაუნ პლაზა ბორჯომს’’ 101 კეთილმოწყობილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნომერი აქვს. მენჯემენტის ინფორმაციით, ვიზიტორს ოთახების დიზაინი კომფორტისა და სტილის ბალანსს სთავაზობს.
„სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპორტული დარბაზით, შიდა აუზით, სპა ცენტრით, სადაც მასაჟებისა და კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურის მრავალფეროვანი არჩევანია. ასევე აქ განთავსებულია საბავშვო ოთახი, იმისათვის რომ ოჯახებისთვის ჩვენთან დასვენება უფრო მოსახერხებელი იყოს,“ – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.
სასატუმროში ფუნქციონირებს 4 რესტორანი. ,, Crowne Plaza ბორჯომში’’ მდებარე ბიზნეს ცენტრი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ასევე მსურველებს მოემსახურება 6 საკონფერენციო ოთახი.
IHG (InterContinental Hotels Group) – სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში, რომლის პორტფოლიოშიც ისეთი ცნობილი სასტუმროები შედიან, როგორებიცაა InterContinental® Hotels & Resorts, HUALUXE® Hotels and Resorts, Crowne Plaza® Hotels & Resorts, Hotel Indigo®, EVEN™ Hotels, Holiday Inn® Hotels & Resorts, Holiday Inn Express®, Staybridge Suites® და Candlewood Suites®. 2015 წლის იანვარში IHG-მ შეიძინა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბუტიკ სასტუმროების ქსელი Kimpton Hotels & Restaurants.
Crowne Plaza-ს სასტუმროები ჩართულია IHG-ის სტუმრების ლოიალობის პროგრამაში, IHGRewards Club-ში, რომელიც ინდუსტრიის პირველი და უდიდესი ლოიალურობის პროგრამაა მსოფლიოში 84 მილიონზე მეტი წევრით.