LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრუპენტელაა – ჟურნალისტი თენგიზ ცერცვაძეს ადანაშაულებს

629
tengo da nino

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს მთავარ ინფექციონისტს ცრუპენტელას უწოდებს და ამბობს, რომ კორონავირუსით დღეში ცხრა გარდაცვლილი ძალიან დიდი მაჩვენებელია.

„თენგიზ ცერცვაძე არის ცრუპენტელა. აქ არ მოგიყვანთ ყველა ქვეყნის ციფრებს, მაგრამ შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ: ამ დროისთვის საქართველოში არის დაახლოებით 5800 ინფიცირებული და ამ რაოდენობის ინფიცირებულების ფონზე 9 გარდაცვლილი დღეში არის ძალიან ბევრი.

ამდენი გარდაცვლილი ამ რაოდენობის ინფიცირებულზე პრაქტიკულად არავის არ ყავს მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 8 თვის თავზე, იმიტომ რომ ქვეყნების უმეტესობაში ისწავლეს მართვა, ეს პერიოდი დაუთმეს მომზადებას, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ამიტომაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ სიკვდილიანობა ქვეყნების დიდ ნაწილში ბევრად ნაკლებია, ვიდრე პირველ ეტაპზე იყო.

რას დაუთმეს ჩვენთან ეს რვა თვე? „ოცნების“ ახლობელი ბიზნესმენების გამდიდრებას, კორონა ბოსების შიდა ინტრიგებს, უკბილო პიარს და კორუფციას. ამიტომაც ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ნიღაბი, დისტანცია, სიფრთხილე უნდა დავიცვათ ხალხო, თორემ ამათ ხელში მტერი ჩავარდა. მოკვდები და წნევიანი იყო, რა გვექნაო, იტყვიან. შეედავება ვინმე თუ რა“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.

https://www.facebook.com/njangirashvili/posts/10207406201189447

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g