LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცსკო :”დაუყოვნებლივ დაიწყონ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა”

415

ცენტრალური საარჩევნო კომისია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა. აღნიშნულ საკითხს ცესკო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
მისი განმარტებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებული არც ერთი ვიდეო-მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი
”ცესკოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია საფუძვლიანად იყოს გამოკვლეული თითოეული შემთხვევა – დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტები. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეობის შესწავლა. საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე, მოუწოდებს ვიდეომასალების ავტორებს, ფრაგმენტებად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ სრული, უწყვეტი ვიდეო მასალა ობიექტური რეალობის დადგენისა და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს ცესკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g