LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცსკო-მ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა

353

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,12 % მიიღო. „პატრიოტთა ალიანსს“  5 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
„თავისუფალ დემოკრატებს” –  4,62 % “,  ლეიბორისტულ პარტიას –  3,13 %, „რესპუბლიკელებს“ –  1,55 %.
ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს,  ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში კი – 21 ნოემბრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები