ცუცა კაპანაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი დაბადების დღის ამბებს ჰყვება და ამბობს, რომ 65 წლის გახდა:
„საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ 65 წლის გავხდი. ყველა მეუბნება, რაც თავი გვახსოვს, სულ ასეთი ხარო. ნუ მეუბნებით, თვალი არ მეცეს-მეთქი, ვამბობ ხოლმე (იცინის). საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკში, პირიქით, რაც ასაკი მემატება, მგონი, უფრო და უფრო ვახალგაზრდავდები (იცინის). თან, რომანტიზმში ვვარდები. რა ვქნა, ასეთი განწყობა მაქვს. ველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს. სულ ასე ვამბობ და აღარ დაადგა საშველი პრინცის მოსვლას. ადრე ერთი ადამიანი მეტრფოდა, ნათქვამიც მაქვს. დღემდე ვერ გავიგე, ვინ არის. ჩემს სიგრძე ვარდებს მიგზავნიდა, არ გაამხილა ვინაობა. არ ვიცი, ვინ არის, ღმერთმა კარგად ამყოფოს და თუ აღარ არის,მ ნათელი დაადგეს. ოთხი წლის განმავლობაში მიგზავნიდა ვარდებს მეზობლის ბიჭის ხელით, რომელსაც ფულს ჩუქნიდა და ეს ბავშვი სულ არ დაეძებდა, ვინ იყო ის ადამიანი. მეც ბედნიერი ვიყავი და ის ბავშვიც…“