LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცუდი დღეები სამუდამოდ მოგეტოვებინოთ უკან… სიხარულის ცრემლით ვიტირე, როგორ გაიზარდა და რა საყვარელია…“ – პატარა გაბრიელის მხიარული კადრები

207
გაბრიელ ჩადუნელი

პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელსაც ორი თვის განმავლობაში გერმანიის კლინიკაში მკურნალობდნენ, 20 აგვისტოს სამედიცინო დაწესებულებიდან ბინაზე გაწერეს.

ბიჭუნას დედა, თაკო ბარბაქაძე, რომელიც ხშირად გვიზიარებს გაბრიელის შესახებ ცნობებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიჭუნამ წონაში მოიმატა, თავს კარგად გრძნობს და სახლში ყოფნა ძალიან მოსწონს:

„გიჟი ბიჭი ეს, 4.100 ვარო…“ – წერს ვიდეოს აღწერაში თაკო ბარბაქაძე.

გაბრიელს სოციალურ ქსელში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც პატარა გაბის ჯანმრთელობას უსურვებენ:

„გაბრიელის გაზრდას და დამოუკიდებლად სიარულს ისე ველოდები, როგორ საკუთარ შვილს… ცუდი დღეები სამუდამოდ მოგეტოვებინოთ უკან… სიხარულის ცრემლით ვიტირე, როგორ გაიზარდა და რა საყვარელია… არაფერი აღარ უნდა გეტკინოს პაწაწინა… გაბრიელ შენი ყოველი დღე მიხარია და მიყვარს… უსაყვარლესი ხარ“ – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები