LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვატა ბერძენიშვილი: „თხოვნამ რომ არ გაჭრა, მშობლებმა იმისთვის, რომ გოგონა იძულებული გაეხადათ, წასულიყო, თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე…“

718
cvata

ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრმა, ცვატა ბერძენიშვილმა რუსი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული საინტერესო ამბავი გაგვიზიარა:

„ნოვაია გაზეტას” რუსმა ჟურნალისტმა, ელენა კოსტიუჩენკომ გუშინ Twitter-ზე დაწერა კიევში გაზრდილი რუსი გოგონას ოჯახის შესახებ.

როდესაც ომი დაიწყო, ეს გოგო კიევში პატარა შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მშობლების ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი ევაკუაცია ვერ ხერხდებოდა. გოგონამ უარი თქვა წასვლაზე და მათ მოსავლელად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ბევრს ეხვეწნენ წასულიყო, ბავშვიც წაეყვანა და თავი გადაერჩინა.

თხოვნამ რომ არ გაჭრა, მშობლებმა იმისთვის, რომ გოგონა იძულებული გაეხადათ, წასულიყო, თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები