LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები იქნება საკანონმდებლო მიმართულებებითაც – მამუკა მდინარაძე

82

„ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცვლილებები იქნება საკანონმდებლო მიმართულებებითაც,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უნდა დაველოდოთ პრემიერის განცხადებას, რომელიც დეტალურად აღწერს, რა პერსონალური ცვლილებები იქნება.

„ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცვლილებები იქნება საკანონმდებლო მიმართულებებითაც, მხოლოდ პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. ამის შემდეგ ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ, მათ შორის, არგუმენტაციაზე, რომელიც მოიცავს ოპტიმიზაციის პროცესს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, 11:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.

magti 5g