LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

და-ძმა, რომელთაც ქუთაისში მატარებელი დაეჯახა, სახლში გაწერეს

241
ქუთაისის საავადმყოფო

და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც ქუთაისში მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა. ექიმების თქმით, და-ძმას სტაციონარული მკურნალობა აღარ სჭირდებოდა და ისინი სახლში გაეწერნენ.

ექიმების თმით, ბავშვები მკურნალობის კურსს სახლში გაივლიან.

და-ძმას მატარებელი 1 კვირის წინ ქუთაისში მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ. 10 წლის გოგოს თავის ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი თავის ტვინში ჰემატომა ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g