LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალგაზრდა ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

122

მატარებელი 26 წლის ქალს დაეჯახა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის მიახლოება ვერ იგრძნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები