ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში ბაბუის, მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ვიდეოს აქვეყნებს და წერს : „და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა”.
აღნიშნული სტატუსი ნატალიამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ნატალია ყიფშიძის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა.
„ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?“ – წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა ზურა ყიფშიძე.
აღნიშნული კომენტარის პასუხად კი ნატალია ზურა ყიფშიძის აღნიშნული კომენტარის პასუხად წერს:
„მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად“, – წერს ნატალია ყიფშიძე.
და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა.
Posted by Natalia Kipshidze on პარასკევი, 26 აპრილი, 2024