LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ყიფშიძე: ,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ სულელები ვართ და რეალურად, ჩვენი სიტყვა უნდა თქვან, რომელიც ძალიან ხმამაღალია – ჩვენ გვინდა ევროპა

388
2024-04-24_00-59-46_250334

ნატალია ყიფშიძე გადაცემაში ,,რეაქცია” ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ხელისუფლებას საქართველოს და ქართველი ხალხის წარსულში დაბრუნება სურს.

,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ სულელები ვართ და რეალურად, ჩვენი სიტყვა უნდა თქვან. ხოლო ჩვენი სიტყვა ძალიან ნათელი და ხმამაღალია. ჩვენ გვინდა ევროპა და ყველაზე კარგად სწორედ იქ განვვითარდებით.

ყველაფერი ნათელი რაც გაკეთებულა და შეიძლება გაკეთდეს, უცებ იხშობა და უნდათ წარსულში დაგვაბრუნონ. ჩვენ არ გვინდა ეს გამოცდილება. იქამდე უნდა ვიაროთ აქციებზე, სანამ არ მიხვდებიან, რამდენად სერიოზულად ვართ განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ”, – ამბობს ნატალია ყიფშიძე.