რამდენიმე დღის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ პოპის დედოფალი, მადონა 29 წლის შეყვარებულზე, აკიმ მორისზე დაინიშნა.
67 წლის მადონა 29 წლის შეყვარებულზე ფარულად დაინიშნა
არტისტმა, რომელიც ცნობილია თავისი პროვოკაციული იუმორით, აღნიშნულ ინფორმაციას TikTok-ის ვიდეოთი უპასუხა.
ვიდეოში, რომელიც მალევე ვირუსულად გავრცელდა, ჩანს, როგორ დგება მორისი მუხლზე და მადონას გადასცემს „ბეჭედს“, რომელიც საბოლოოდ ფეხბურთის ბურთის საკიდია. მომღერალი იღიმის, შემდეგ კი კამერას შუა თითს უშვერს.
„და მე ვთქვი – გოლი!“ , – ამბობს მადონა.
არის თუ არა ეს ვიდეო ნიშნობის უარყოფა, სწორედ ეს საკითხი აინტერესებს საზოგადოებას.