LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და რა შუაშია აქ თაგვი“ – რუსთავის თეატრი სეზონს პრემიერით დახურავს!

458
„და რა შუაშია აქ თაგვი“ - რუსთავის თეატრი სეზონს პრემიერით დახურავს!

28-29 ივნისს, 20:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი სეზონის მიწურულს მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას წარუდგენს.  ქართველი დრამატურგის ნინო ბასილიას პიესა „და რა შუაშია აქ თაგვი?“, რომელიც პრემია „საბას“ გამარჯვებული გახლავთ – ახალგაზრდა რეჟისორმა, ტარიელ კუბლაშვილმა დადგა. ტარიელ კუბლაშვილი კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გამართული ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსში გამარჯვებული გახლავთ. პირობის თანახმად, ტარიელმა სწორედ ის პიესა აირჩია დასადგმელად, რომლის ეტიუდიც წარუდგინა ფესტივალის ჟიურისა და მაყურებელს.

„და რა შუაშია აქ თაგვი?! არის ქართველი დრამატურგის ნინო ბასილიას პიესა, რომლის სათაურიდანვე მკითხველი ინტრიგაში ვარდება. შესაძლოა ითქვას რომ პიესა აბსურდული კომედიაა, თუმცა მასში მომხდარი მოვლენები თითოეულ ჩვენგანს შესაძლოა გადახდეს.  ეს პიესა ავირჩიე რადგან მასში ასახული კონფლიქტი პასუხობს ჩვენს სოციუმში არსებულ პრობლემებს. სპექტაკლში რამდენიმე თემაა წამოწეული წინ; პირველ რიგში აღსანიშნავია მიჯაჭვულობა, რომელიც აზიანებს ოჯახურ ურთიერთობებს.”-  რეჟ:  ტარიელ კუბლაშვილი.

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი – ტარიელ კუბლაშვილი

პიესის ავტორი – ნინო ბასილია

მხატვარი – ლომგულ მურუსიძე

ქორეოგრაფი – მარიამ კიტია

კოსტიუმებს მხატვარი – ბარბარა ასლამაზი

ტექნიკური რეჟისორი – ინა ხომასურიძე

როლებში:

აკაკი – ზვიად დოლიძე;

დუდა – ნანა ბიბილაშვილი;

ნანა – ალექსანდრა თელია;  ბარბარე ჩალაძე

ქალი – ვერიკო მაჭარაშვილი.

სპექტაკლი, რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე დაიდგა და მიმდინარე რეპერტუარში სხვა სპექტაკლებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g