LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დააგროვა ვეტოები, „ვეტოვუმენად“ არის წოდებული“ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

120
გურამ მაჭარაშვილი

„რა თქმა უნდა ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ 9 პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში და დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს წარმატებას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს.

„რა თქმა უნდა, ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ 9 პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში და დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება.

სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები. საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას. ნებისმიერი წარმატება, რომელიც აქვს საქართველოს მის მიერ აღქმული არის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის ის ვეტოს ადებს. დააგროვა აი, ეს ვეტოები. „ვეტოვუმენად“ არის წოდებული“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები