LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დააკავეს, მსახიობი, ექიმი, მუსიკოსი, პროფესორი.. უნდათ, რომ ყველა სფეროდან ვიღაც ჰყავდეთ დაჭერილი“ – ეკა ნიჟარაძე

765
ეკა ნიჟარაძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ეკა ნიჟარაძე ამბობს, რომ „უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“.

ეკა ნიჟარაძის შეფასებით, ხელისუფლებას სურს, რომ ადამიანები მხოლოდ იმის გამო დაიჭირონ, რომ მათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, მუშაობა და სწავლა სურთ.

„მოთხოვნების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. ამ ეტაპზე პირველი მოთხოვნა არის, გამოუშვან უდანაშაულო ადამიანები, უკანონოდ დაკავებულები, ნაცემები. საშინელებაა ის, რაც ხდება იმიტომ, რომ არა პოლიცია, არა სასამართლო, რაღაც ფარსია. დღეს კიდევ ვნახეთ ბათუმში, მოვიდნენ ადამიანის საცემად და იმის გამო, რომ თავი დაიცვა ადამიანმა და ამაში დაეხმარნენ მისი სტუდენტები, ისინი საპატიმროში დატოვეს ჯგუფური ძალადობის მუხლით.

ეს შეეხო ყველა სფეროს. დააკავეს, მსახიობი, ექიმი, მუსიკოსი, პროფესორი. უნდათ, რომ ყველა სფეროდან ვიღაც ჰყავდეთ დაჭერილი. არაფრის გულისთვის იჭერენ, იჭერებ იმიტომ, რომ ადამიანებს უნდათ ნორმალურად, ნორმალურ ქვეყანაში წყნარად ცხოვრება, მუშაობა და სწავლა. სრული განუკითხაობა, წარმოუდგენელი უსამართლობა… ძნელია უსამართლობასთან შეგუება. ეს ისეთი რამეა, რაზეც თვალს ვცერ დახუჭავს ნორმალური ადამიანი”, – ამბობს ეკა ნიჟარაძე „ტვ პირველთან“ საუბარში.

„ქართველ ხალხს ბევრი რამის ატანა შეუძლია, მაგრამ ყური აუწიო და მიმართულება შეუცვალო, ამას ვერ აიტანს“ – ნინო კასრაძე

„არ შეიმჩნიო ის, რაც ხდება, დადგე და სპექტაკლი ითამაშო, ან განაგრძო ცხოვრება, წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლება, ამაზე თვალის დახუჭვა?!” – ეკა ჩხეიძე

ლევან ხურცია: „ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ…“

„გავიფიცე! ჩემი ყველანაირი საქმიანობა ამჯერად შეჩერებულია… დამთავრდეს ტერორი! აღდგეს სამართალი! შეწყდეს ქუჩებში ხოცვა-ჟლეტა!“ – მსახიობი სოფო გორელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g