LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

146
აქცია პარლამენტთან - ფარცხალაძე

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – ამ მოთხოვნით პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

პარალელურად, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დაგეგმილია შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლა.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში“, სსკ-ის მუხლი 314 ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-იდან 12 წლამდე“.

გარდა ამისა, აქტივისტებს ჩართული აქვთ ხმოვანი მოწოდება – „რუსეთის აგენტებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები“.

პარლამენტთან გაშლილია სტენტი, სადაც გაკრულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი, მოსამართლეების – ირაკლი შენგელიას და ლევან მურუსიძის ფოტოები, მათ შორის, გაკრულია ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და „ბოტასების“ ფოტო.

პარლამენტის უკანა მხრიდან შესასვლელი პოლიციას აქვს გადაკეტილი. სამართალდამცველები მთლიან პერიმეტრზე არიან განლაგებული.

 

წყარო/ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები