LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაასახელონ თუნდაც ერთი პუნქტი კომისიის დასკვნაში, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“ – მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს

66
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „მაშინ, როდესაც საზოგადოებამ იცის სიმართლე, ალბათ, უნდა მივმართოთ აქტორებს, შემსრულებლებს იმ სიყალბისა, რასაც ე.წ. გაყალბებული არჩევნები ერქვა, რომ თუნდაც ერთი პუნქტი დაასახელონ კომისიის დასკვნაში, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.“

დეპუტატმა ამ განცხადებით ოპოზიციას მიმართა, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვას არ ესწრება.

„დაასახელონ კომისიის დასკვნაში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპასუხობა იქნება მათი აღიარება იმის შესახებ, რომ მათ და მათმა მედია საშუალებებმა შეგნებულად, არაერთი თვის განმავლობაში, ქართული საზოგადოება მოატყუეს და საკუთარ ქვეყანას ზიანი მიაყენეს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.