LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასაქმა თუ არა „IDS ბორჯომი საქართველომ“ უცხო ქვეყნის მოქალაქეები – კომპანია განმარტებას აკეთებს

76
borjom

კომპანია „ბორჯომი“ საწარმოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია გაუგებარია. პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და იმ თანამშრომლების მიმართ ზეწოლა, ვინც ქარხანაში შემოდის და მუშაობას განაგრძობს, კატეგორიულად მიუღებელია. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ მედიაციის პროცესი დაიწყო, პროტესტის მონაწილეები აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობენ.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა.

პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოქმედებდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მედიაციის პროცესს მივესალმებით, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“, – აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება, დილის საათებში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g