LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასრულე კომENDანტი – 3 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი შედგება

123
აქცია პარლემენტთან

3 აპრილს, 17:00 საათზე კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის სხვადასხვა უბნიდან პარლამენტის მიმართულებით, მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 18:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყება. 21:00 საათზე აქციაზე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი შედგება.

“იმ შემთხვევაში, თუ დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობისთვის, აქციის მონაწილეს ჯარიმა დაეწერება, მის უფლებებს იურისტთა ჯგუფი დაიცავს. #კომENDანტი,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g