28 სექტემბერს წალკის რაიონის დაბა ბედიანი ცოცვის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება ბედიანის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება.
შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება – 8-10 და 11-13 წლის მოზარდებს შორის. თუმცა დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობაც ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.
ამასთან, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა სპორტული ცოცვის პირველი ბანაკის არსებობას, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ და იზრუნონ საკუთარ სპორტულ კარიერაზე.
ფესტივალში მონაწილეობით თიბისი მხარს უჭერს ახალი თაობის სპორტით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის – ცოცვის პოპულარიზაციას. მითუმეტეს, რომ ცოცვა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ფესტივალის კარი დაბა ბედიანში კვირას, 28 სექტემბერს, 12:00 საათიდან გაიღება.
(R)