დაბა ჩაქვში, სოფელ საჩინოსთან ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდზე გავრცელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
