LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair, შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს

1763
Ryanair

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair, შესაძლოა, 2023 წელს საქართველოში დაბრუნდეს.

„შემიძლია ვთქვა, რომ 2022 წელი ბუმი იყო ჩვენთვისაც, მგზავრებისთვისაც და, რა თქმა უნდა, აეროპორტებისთვისაც. ძალიან ნაყოფიერი წელი იყო და იმედია, 2023 წელი უფრო კარგი იქნება. იმ ჯგუფებიდან, რომელსაც ჩვენ ვუწევთ სერვისებს, ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც არ დაბრუნდა საქართველოს ბაზარზე, ეს იყო Ryanair, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გეგმები აქვს შემდეგ წელს და დაბრუნდება“, – განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი „დისქავერის“ დამფუძნებელმა თეიმურაზ ბუზალაძემ.

ამასთან, ბუზალაძის განცხადებით, დანარჩენმა ავიაკომპანიებმა 2019 წელს არსებული სიხშირეები 2022 წელს გაზარდეს.

„დანარჩენებს კი, სიხშირე, რომელიც ჰქონდათ 2019 წელს, უფრო მომატებული აქვთ 2022 წელს. მაგალითად, საუდის არაბეთის ავიაკომპანიები, ზამთარში საქართველოში არ დაფრინავდნენ, წელს კი ამ ფრენებს აგრძელებენ. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან“, – აცხადებს ბუზალაძე.

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ფრენები პანდემიის გამო, დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2020 წლის მიწურულს შეწყვიტა. 2020 წლის განმავლობაში კი Ryanair საქართველოში 21,323 მგზავრს მოემსახურა, ეს რეისები ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადებამდე შესრულდა. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g