LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალბიუჯეტიანი Bees Airline საქართველოდან ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას

81
246352423-4598561010168418-41490334491493245-n

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის. მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა – თბილისი – ოდესას საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები თბილისსა და ოდესას შორის, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს განხორციელდება. სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

შეგახსენებთ, Bees Airline საქართველოს საავიაციო ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში შემოვიდა. თავდაპირველად, ავიაკომპანიამ ოპერირება კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე დაიწყო, ხოლო ივნისიდან, კიევი – ბათუმი – კიევის და ხერსონი – თბილისი – ხერსონის მიმართულებები დაამატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g