კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა „ფაიზერის“ვაქცინა აღარ შეუკვეთეს. მისივე განმარტებით, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმეტესობამ კონტრაქტის დადება სხვა ვაქცინების მწარმოებლებთან ამჯობინა.
ალბერტ ბურლას განცხადებით, სახელდება ორი მიზეზი: პირველი, რომ „ფაიზერის“ ტექნოლოგია ჯერ გამოუცდელია და მეორე – აღნიშნულმა ქვეყნებმა ადგილობრივი წარმოების ვაქცინების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. ის ასევე აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა არ დაამტკიცეს.
„ჩვენ დავუკავშირდით ყველა სახელმწიფოს და ვთხოვეთ, შეკვეთა დაადასტურონ, რათა ჩვენ დოზები მოვამზადოთ. რეალურად მდიდარმა ქვეყნებმა დოზების უმეტესობა შეუკვეთეს. შევშფოთდი და პირადად მივწერე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ლიდერებს, ასევე დავურეკე ტელეფონით და მოვუწოდე, შეეკვეთათ დოზები, რადგან რაოდენობა შეზღუდულია“, – განაცხადა ბურლამ.
31 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ფაიზერთან“ ბოლო მოლაპარაკებების დროს ვაქცინის დამატებით 1 მილიონი დოზის მიღებაზე შეთანხმდნენ.
“ფაიზერთან” საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით – ტიკარაძე
რადიო „ფორტუნა“ საკითხის გადასამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში განაცხადეს, რომ „ფაიზერის“ კომპანიასთან ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საბოლოო გადაწყვეტილება მიღწეული არ არის.