ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, “ფაიზერთან” ბოლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ საქართველო ვაქცინის დამატებით 1 მილიონ დოზას მიიღებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“რაც შეეხება “ფაიზერს” და სხვა მწარმოებლებს, მათთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. “ფაიზერთან” მიმართებაში, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენ ველოდებით დასტურს მათგან, თუ როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე”. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ვაქცინაციის პროცესში ჩართვას 55 წლის ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ
ვაქცინის დანაკარგების შემცირებისთვის პოლიციისა და ჯარის ჩართულობით სათადარიგო სიები შეიქმნება