90-იანი წლების ტელევარსკვლავმა, ნატალია ორეირომ წელს მე-40 იუბილე იზეიმა. მომღერალი და მსახიობი ამ ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
„ველური ანგელოზის“ ვარსკვლავის თქმით, იდეალური გარეგნობის შენარჩუნებას ის მუდმივი სპორტული აქტივობებით ახერხებს.
ნატალიამ „ინსტაგრამზე“ უმაკიაჟო ფოტოები გააზიარა. ბევრმა თაყვანისმცემელმა აღიარა, რომ სახეზე მას უამრავი ნაოჭი აქვს და მათ მსახიობს კოსმეტოლოგთან ვიზიტი შესთავაზეს, რაზეც ვარსკვლავმა უპასუხა:
„არ მესმის იმ ხალხის, 40 წლის ასაკში პლასტიკური ქირურგების მომსახურებით რომ სარგებლობენ და სხვადასხვა ინექციებს იშვებენ. მგონია, რომ ძალიან კარგია, როდესაც 40 წლის ხარ და ხალხისთვის რაღაც გაქვს სათქმელი. ამ მხრივ ძალიან ვემხრობი მერილ სტრიპს“, – განაცხადა ორეირომ.

