LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი გრძელიშვილი: „წუხელ არც მე მძინებია.. ნუ გეშინიათ! ეშინოდეთ მათ, ვინც დღეს პატარა პრივილეგიებზე ყველაზე დიდს – სამშობლო გაყიდის… ეშინოდეთ მარადიული სირცხვილისა, მათ შვილებს რომ გაჰყვებათ“

203
დაჩი გრძელიშვილი

„წუხელ არც მე მძინებია. და მეც ძალიან გაბრაზებული ვარ. მაგრამ არა უიმედო“, – ამის შესახებ ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ნათია ფანჯიკიძე ხელისუფლებას: „ახლა საქმე არის ასე, ან თქვენს შეთხელებულ ამომრჩეველს უმტკიცებთ „პრინციპულობანას“, ან წყვეტთ ამ წარუმატებელ ავანტიურას.. არსებობს შანსი, გადაურჩეთ მასობრივ სანქციებს, ხალხი კი იძინებს ტკბილად და მოშხამული განწყობის გარეშე ყველა ვემზადებით ჩემპიონატისთვის“

„ბევრი ღალატი უნახავს საქართველოს – ამაზე უარესიც, ამაზე უტიფარიც. და დღეს ჩვენი შვილები მაინც ქართულად ლაპარაკობენ. დღეს, მაინც გვაქვს ჩვენი წილი მიწის ნაგლეჯი დედამიწაზე, სადაც ბედნიერები და ამაყები ვართ.

ჰოდა ნუ გეშინიათ! ეშინოდეთ მათ, ვინც დღეს პატარა პრივილეგიებზე ყველაზე დიდს – სამშობლო გაყიდის… ეშინოდეთ მარადიული სირცხვილისა, მათ შვილებს რომ გაჰყვებათ.

ბიბლია გვეუბნება, რომ მეფე სოლომონი, ეკლესიასტეს შემოქმედი, ყველაზე რთულ და გამოუვალ სიტუაციაში თავის ბეჭედზე გაკეთებულ წარწერას, ხმამაღლა და მტკიცედ კითხულობდა: גַּם זֶה יַעֲבֹ‏ר – გამზე იავო! – ესეც ჩაივლის!!!“ – წერს დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.

წუხელ არც მე მძინებია. და მეც ძალიან გაბრაზებული ვარ. მაგრამ არა უიმედო. ბევრი ღალატი უნახავს საქართველოს – ამაზე…

Posted by Dachi Grdzelishvili on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

mazda magti 5g