LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცული ტერიტორიები დროებით იკეტება

89
133710932-1099303197187516-4429142662065234216-o

საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ პარკებში არ იმუშავებს ვიზიტორთა ცენტრები.

დაკეტილი იქნება შემდეგი დაცული ტერიტორიები: მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე.

3 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, შეჩერებული იქნება ყველა ეკოტურისტული სერვისით სარგებლობა, მათ შორის: ტურისტული კოტეჯების გაქირავება, კარვების გაქირავება, საწყალოსნო სერვისები, „თოკების პარკი“.

ლაშქრობისა და ბუნებაში დასვენების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ საქართველოს ეროვნულ პარკებში რეგისტრაციის წინასწარ, ონლაინ რეჟიმში გავლით, ტელეფონის, ან შესაბამისი ეროვნული პარკის Facebook გვერდის საშუალებით.

„მოგზაურობისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. დაცული ტერიტორიების სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g