LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე პოპულარული პრომეთეს მღვიმეა

181

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 726 296 შეადგინა.

2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა 58 % (423 528) ქართველია, 42% (302 768) კი – უცხოელი. წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 38%-ითაა გაზრდილი.  მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.

ჯამში, 2017 წლის პირველ რვა თვეში ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 73%-ით გაიზარდა და 2 956 645 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ტოპ-5 დაცულ ტერიტორიას, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ესენია: პრომეთეს მღვიმე (125 906 ვიზიტორი), მარტვილის კანიონი (120 434), ყაზბეგის ერ. პარკი (112 542), სათაფლია (71 897),  ოკაცეს კანიონი (57 404). 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g