LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები სახელფასო დანამატებს მიიღებენ

98
imedinews-20

კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციის თანამშრომლები სახელფასო დანამატებს მიიღებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციების 570-ზე მეტი თანამშრომელი (რეინჯერები, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტები და ა.შ.) სახელფასო დანამატს, ჯამში 361 273 ლარს მიიღებს.

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე მრავალი წელია თანამშომლობს და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g