LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადასტურდა კავშირი დეპრესიასა და სხეულის ტემპერატურას შორის“ – რა დასკვნა დადეს მეცნიერებმა 20 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების შესწავლის შედეგად

127
კავშირი დეპრესიასა და სხეულის ტემპერატურას შორის

20 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებმა საინტერესო კავშირი გამოავლინა დეპრესიასა და სხეულის ტემპერატურას შორის – აღმოჩნდა, რომ დეპრესიით დაავადებულები შედარებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩევიან.

მეცნიერების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, ჩატარებული კვლევა ხელს უწყობს იმ შესაძლებლობის განხილვას, რომ მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მკურნალობა მეტად გამარტივდეს.

კვლევაში 106 ქვეყნის მოხალისე ჩაერთო. მონაწილეების სხეულის ტემპერატურის მონაცემები, სმარტ მოწყობილობის საშუალებით გამოიკვლიეს.

ექსპერიმენტში მონაწილეები დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის შემოწმების გარდა, ყოველთვიურად ანალიტიკურ კითხვარსაც ავსებდნენ, რომელიც დეპრესიის სიმპტომებთან დაკავშირებით კითხვებს მოიცავდა.

მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც დეპრესიის სიმპტომები უფრო მაღალი სიმძიმით ჰქონდათ, ტემპერატურის დონეც მაღალი იყო – დაფიქსირდა ტენდენცია, რომ მათ შორის, ვისაც სხეულის ტემპერატურა 24 საათის განმავლობაში უფრო სტაბილურად დარჩა, დეპრესია უფრო ძლიერი იყო.

მეცნიერების მიერ შექმნილი სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს უმოკლეს დროში აფიქსირებს – როგორ შექმნეს მეცნიერებმა უნიკალური ტესტი, რომლის ღირებულებაც მხოლოდ 2 დოლარია

მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული უახლესი მეთოდი საუკეთესოა და გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტს და მარკერს გაუმჯობესებული სიზუსტით სჯობნის. 

სწორედ ამ საკითხების შესწავლით არის დაინტერესებული კვლევის წამყვანი ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის ასისტენტ-პროფესორი, ეშლი მეისონი.

„ეს არის ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც დღემდე ჩაუტარებიათ და რომელშიც 100 ზე მეტი ქვეყნიდან შერჩეული ადამიანების ჯგუფი მონაწილეობდა. კვლევაში აღინიშნა სხეულის ტემპერატურის და დეპრესიული სიმპტომების კავშირი… აშშ-ში დეპრესიის ზრდადი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ მკურნალობის ახალი გზების შესაძლებლობებით“ – განაცხადა მეისონმა.

სტატია Scientific Reports – ში გამოქვეყნდა.

TECH EXPLORIST: „ძაღლებს აქვთ უნარი დაადგინონ კიბოს არსებობა სხვა ძაღლებში“ – მეცნიერების ახალი მიგნება და ახალი გზები სიმსივნის დასადგენად

შედეგებმა აჩვენა, რომ ძაღლებს, რომელთაც  შარდის ბუშტის კიბო აქვთ, აქვთ  განსხვავებული სუნი, რომელიც მხოლოდ სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ ამოიცნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g