LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითობის მაჩვენებელი 4.32 %, დაინფიცირდა 733, გარდაიცვალა კიდევ 20 – კოვიდსტატისტიკა

54
კორონავირუსი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 547 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 573-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში დაფიქსირდა 425 შემთხვევა,
  • აჭარაში – 62, იმერეთში – 54,
  • ქვემო ქართლში – 35,
  • შიდა ქართლში – 18, გურიაში – 8,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 70,
  • კახეთში – 27,
  • მცხეთა-მთიანეთში – 17,
  • სამცხე-ჯავახეთში – 13,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც:

4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 258, აჭარაში – 476, იმერეთში – 526.

ამჟამად მძიმე პაციენტია 880 პირი, მათ შორის, თბილისში – 418, აჭარაში – 104, იმერეთში -155.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში – 150, აჭარაში – 12, იმერეთში – 14.

669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 თბილისში, 271- აჭარაში. 9 505 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 33.

სულ 6 ოქტომბრიდან 22 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 748 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 942 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 1 792, იმერეთში – 1 644.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g