LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადექით პარტიულ ინტერესებზე მაღლა და დაიწყეთ თანამშრომლობა“ – რას ამბობს კალიურანდი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

43
მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს.

კალიურანდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს გაერთიანებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და მიმართავს – არ დაკარგონ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არსებული შანსი. 

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-11 სხდომაზე მრავალი საკითხი განვიხილეთ, თუმცა მთავარი პრიორიტეტი იყო საქართველოს მისწრაფება კანდიდატის სტატუსის მისაღებად და რეკომენდაციების შესრულება. გუშინ ვთქვი და დღეს კიდევ გავიმეორებ, გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ყოფილიყო პირობებით, დანახული უნდა იქნეს როგორც პოზიტიური ნიშანი.

შესაძლოა, ქართველები იმედგაცრუებულები დარჩნენ, ადრეც მითქვამს, მეც გამიცრუვდა იმედი და თქვენი იმედგაცრუების მესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არ არსებობს.

შესაძლებლობა აქაა, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი პოლიტიკოსების ხელშია. გთხოვთ, იყავით ერთად, გთხოვთ, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით და დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომელსაც, სურს რომ ევროკავშირის ნაწილი იყოს და იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

ასე რომ „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, გააგრძელოს დაწყებული მუშაობა იმგვარად, რომ ყველა მონაწილე გრძნობდეს, მათ უსმენენ, მათი პოზიციები განხილულია, რომ ისინი პროცესის ნაწილი არიან, ისე რომ ინკლუზიურობა არ იყოს მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში. ჩემი გზავნილი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი,ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში არის, რომ გთხოვთ, ასე გააგრძელეთ. დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ხმა და ეს გაძლევთ შესაძლებლობას, გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულები სამუშაო ჯგუფებში, გთხოვთ ჩაერთეთ, გთხოვთ შედით სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიციები იქ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას ელოდება თქვენგან ქართველი ამომრჩეველი“, – აღნიშნა კალიურანდმა.

მან ხელისუფლებას ასევე მოუწოდა, გააგრძელონ ყველა ზომის მიღება, რათა არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს:

„მოხარული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას და მე ასევე დღეს მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, რომ გააგრძელონ ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს.

მინდა დავადასტურო, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გაიმეორებს ამას მანამ, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები საბოლოოდ არ გათავისუფლდება და საქართველოს კონტროლს დაუბრუნდება“, – თქვა კალიურანდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g