LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიურანდი: დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა – არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა

140
მარინა კალიურანდი

„ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას საკუთარი თავი მივუძღვენით  

„12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად არის შესრულებული, თუმცა მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის.“

კალიურანდი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის 80 პროცენტი უკვე შეასრულა.

„ორიოდე დღის წინ წავიკითხე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე.

ოხანაშვილი: ყველა პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია 2 საკითხი – ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს შევასრულებთ

ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან.

წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“. – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

იოზვიაკი: „ბრიუსელში საუბარია EU-ს 35 წევრ ქვეყანაზე, 10 ქვეყანა კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატია, რომელი 2 გამოირიცხა?“

 

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები