LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადგინდა, რომ კაცები განიცდიან სპერმის ხარისხის ხანგრძლივ ვარდნას COVID-ის ინფექციის შემდეგ.. როცა მე გაფრთხილებდით, ხუმრობდით და ვინ აღმოჩნდა მართალი?!“ – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

387
ფორტუნა - 2023-06-28T125730.084

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგებს უზიარებს და წერს, რომ COVID-ის ინფექციის შემდეგ მამაკაცები სპერმის ხარისხის ხანგრძლივ ვარდნას განიცდიან.

„დადგინდა, რომ კაცები განიცდიან სპერმის ხარისხის ხანგრძლივ ვარდნას COVID-ის ინფექციის შემდეგ – თუნდაც ინფექცია მსუბუქი იყოს.

გაფრთხილებდით? გაფრთხილებდით! როცა მე გაფრთხილებდით, ხუმრობდით და ვინ აღმოჩნდა მართალი?! ხანგრძლივ ზიანს აყენებს

მამაკაცის რეპროდუქციულ ტრაქტს.

ეს არის ფაქტი,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

✅დადგინდა რომ კაცები განიცდიან სპერმის ხარისხის ხანგრძლივ ვარდნას COVID-ის ინფექციის შემდეგ – თუნდაც ინფექცია მსუბუქი…

Posted by Giorgi Pkhakadze on Wednesday, June 28, 2023

რაც არ უნდა მიძახონ, გაექანე ახლავე და გააჩინე ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებაო, არ ვიცი, რამდენად მომინდება, ამის გაკეთება – რას ფიქრობენ ქართველი ექიმები ფხაკაძის მოწოდებაზე

რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, მასში 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, ესპანეთის ექვსი რეპროდუქციული კლინიკიდან 45 მამაკაცი მონაწილეობდა. კვლევის ყველა მონაწილე მსუბუქად მიმდინარე COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი ნიმუშებიდან კი აღმოჩნდა, რომ მათი სპერმის უჯრედები ნაკლებად აქტიური იყო. ასევე, დადგინდა, რომ სპერმის ხარისხი ინფექციიდან 100 დღის შემდეგაც კი არ გაუმჯობესდა.

„ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს შეიძლება დასჭირდეს სპერმის ხარისხის აღდგენას და შესაძლოა, კოვიდმა მუდმივი ზიანი მიაყენა იმ მამაკაცებსაც კი, რომლებსაც COVID 19 მსუბუქი მიმდინარეობით ჰქონდათ“, – აღნიშნა UR International Group-ის სამეცნიერო მრჩეველმა, რომელიც მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები