საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მებრძოლი ქვეყნებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას განაგრძობს.
ამჯერად ესტაფეტა სამეგრელომ, კერძოდ ზუგდიდმა გადაიბარა.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, იტალიისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშის ფერებში განათდა.
შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის ნიშნად თბილისში, სატელევიზიო ანძა სხვადასხვა დღეებში იტალიის, ესპანეთის, აშშ-ს დროშის ფერებით გაანათეს.
სოლიდარობის აქციას შეუერთდა და მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა ბათუმის ახალაშენებული სტადიონიც.