LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ… უმძიმესად მოსასმენი! თუმცა ვერავინ პასუხობს, სად არის ამ დროს საზოგადოება, როცა ბავშვებს შიათ და სიბნელეში ცხოვრობენ!“ – რაზე წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია

273
Grey Modern Professional Business Project Presentation (4)

ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას, რამაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ჟურნალისტი მარი ჩიტაია ეხმაურება:

„ყველა შეგვზარა: წუხელ, როცა ძილს ეძლეოდა ზუგდიდი, სარკმლებში ჯერ კიდევ ანათებდა შუქი, ოთხი პატარა, სამუშაოდ წასული დედის მოლოდინში, წყვდიადის განათებას სუსტი სანთლით ცდილობდა!

მეორე დილით, როცა შემზარავი ტრაგედიის შესახებ ექოსავით იქუხებს ინფორმაცია და ტყუპი ძმების დაღუპვის ამბავს გვამცნობს, მეზობელს სინანულით დასცდება, გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს ელექტროენერგიაო.. იტყვიან იმასაც, როგორ დაიბრუნა მინდობით აღზრდაში მყოფი შვილები დედამ ანუ როცა შემოსავალი გაიჩინაო!

მერე ისევ შიმშილი, გასაჭირი, სიბნელე და გამოსავალი თხილის საკრეფად საშოვარზე წასვლა, რის გამოც დედამ ბავშვები უფროსი, ჯერ ისევ პატარა და-ძმის და უფლის ანაბარა დატოვა!

სად იყავი ღმერთო, ამ დროს?! ან სად იყო საზოგადოება, მოკლე მეხსიერების ქართველობა, რომელიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ბავშვების მკვლელი ხანძრიდან ხანძრამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე რომ ცხოვრობს!

როგორ არ გეშინია შენ, ხელისუფალო, რომელსაც გითქვამს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ!

სად იყავით ამ დროს?! სად იყო დედა, გავიგეთ! – საინფორმაციო გადაცემებიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიუჟეტი, სადაც სასოწარკვეთილი ქალი ამბობს: ,,თხილის საკრეფად ვიყავი” – ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ… უმძიმესად მოსასმენი!

თუმცა ვერავინ პასუხობს, სად არის ამ დროს საზოგადოება, როცა ბავშვებს შიათ და სიბნელეში ცხოვრობენ!

სად არის სამართალი!“, – წერს მარი ჩიტაია ფეისბუქში.

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები