ონლაინ აუქციონზე eBay გასაყიდად 1952 წლის „პორშე“ გამოიტანეს. ავტომობილი მთლიანად დაჟანგებულია, თუმცა მფლობელს მასში 82 500 დოლარის მიღება სურს. შედარებისთვის საბაზისო Porsche Cayenne–ის შეძენა მხოლოდ 65 700 დოლარადაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ უნიკალური ლოტი მისმა ბოლო მფლობელმა 70–იანი წლების დასაწყისში შეიძინა. თავდაპირველად ავტომობილი ნაცრისფერ ფერში იყო შეღებილი, თუმცა დროთა განმავლობაში მას არც ფერი, არც ლოგოტიპი და არც უკანა ფარები აღარ შერჩა.
სალონის ყველა პანელიც განადგურებულია, სავარძლებიც გასაახლებელია. იმისათვის რომ სპორტქარი ადგილიდან დაიძრას ძრავიც მთლიანად უნდა შეეცვალოს და ყველა სხვა ელემენტიც უნდა განახლდეს.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად განახლებულ Porsche 356–ს დილერები 200–250 ათას დოლარად ყიდიან ხოლმე, უფრო წინა წლების მოდელების ფასი კი ზოგჯერ 700 ათას დოლარსაც აჭარბებს.







