LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადუნაშვილის დედა ზაზა სარალიძესთან ერთად სიმართლის დადგენის მიზნით ბრძოლას აანონსებს

90

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა სასამართლოს დღევანდელი განაჩენით უკმაყოფილოა. ნათია საყვარელიძე ზაზა სარალიძესთან ერთად სიმართლის დადგენის მიზნით ბრძოლას აანონსებს.

„არ ვიცი, უნდა ვიფიქრო, რა ვქნათ ერთად მე და ზაზა სარალიძემ.

„რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, იქნებ როგორმე დავაწყნარო. დათოსთან მიმართებაში ვიღაც უნდა დაისაჯოს ფაქტია, აღარ ვიცი, რა ვთქვა,” – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშვედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს ბრალდების და ბრალდებულების ადვოკატებმა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები