კეტი პერიმ „ინსტაგრამზე“ ახალი რჩეულთან, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან გადაღებული ფოტოები გაავრცელა.
კადრებში პერი და 54 წლის ტრუდო აზიურ რესტორანში, მაგიდასთან სხედან, ერთ-ერთ ფოტოზე კი თხილამურებით სრიალისას ჩახუტებულები არიან გადაღებული.
„დაე, სიყვარული იყოს რევოლუცია“, – ასე დაასათაურა არტისტმა პოსტი, რასაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ბევრმა ჩათვალა, რომ 41 წლის მომღერალმა ამ გზით ყოფილი პარტნიორის, ორლანდო ბლუმის ახალი რომანის შესახებ გავრცელებულ ამბავს უპასუხა.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბლუმი 28 წლის შვეიცარიელ მოდელს, ლუიზა ლემელს ხვდება. ისინი „სუპერ ბოულზე“ გამოჩნდნენ და კამერების წინაშე თავისუფლად პოზირებდნენ.
ვიდეო: კეტი პერისა და კანადის ყოფილი პრემიერ მინისტრის დაუფარავი ფლირტი შუა სიტყვით გამოსვლის დროს


